ხორბალი 325$  ბრინჯი 573$  სიმინდი 315$  ქერი 206$  
   
23.01.2012   
19-22 იანვარს, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ბერლინში, სასოფლო -სამეურნეო პროდუქციის საერთაშორისო გამოფენის ,, მწვანე კვირეულის” გახსნის ცერემონიალში. ,,მწვანე კვირეული” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენაა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ასობით კომპანია მონაწილეობს და საკუთარ პროდუქციას წარადგენს. საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო ადგილობრივი წარმოების ღვინით და ბიო პროდუქტებით იყო წარმოდგენილი.
 
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კონსტანტინე კობახიძე ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია და მხარის გუბერნატორთან, დავით კირკიტაძესთან ერთად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის განკუთვნილი 30 ლარიანი ვაუჩერების დარიგების მიმდინარეობის პროცესი განიხილეს.
მინისტრის მოადგილე მარნეულში სამხარაძეების ოჯახს ესტუმრა და 30-ლარიანი ვაუჩერი პირადად გადასცა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი აბულაძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონს სტუმრობდა და მხარის გუბერნატორთან, ცეზარ ჩოჩელთან ერთად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის განკუთვნილი 30 ლარიანი ვაუჩერების დარიგების მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. მინისტრის მოადგილე სოფელ ნატახტარში მცხოვრებ ვალერიან ჩხუტიაშვილს სახლში ეწვია და ვაუჩერი პირადად გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტი საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი 30-ლარიანი ვაუჩერის დარიგებიოს პროცესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა. პრეზიდენტის თქმით, ამ პროგრამის მიზანია, წაახალისოს მოსახლეობა, რათა მომავალ წელს მიწის ბევრად უფრო დიდი ფართობი დამუშავდეს. პრეზიდენტმა მთავრობის წევრებისგან დეტალური ინფორმაცია მოითხოვა სოფლად ტრაქტორების რაოდენობის აღწერასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი შემოტანის საკითხზეც.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა, მხარის გუბერნატორს, გურამ მისაბიშვილს შეხვდა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის განკუთვნილი 30 ლარიანი ვაუჩერის დარიგების პროცესი განიხილა. შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
დღესვე, მინისტრი სენსკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში მცხოვრებ მიტუშა ჭანტურიას ეწვია და სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი თავად გადასცა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ია ჯანაშია იერუსალიმში გამართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის ”Terravino 2011”-ის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვა. ”Terravino 2011”-ზე ქართულმა ბრენდებმა 1 ორმაგი ოქრო, 9 ოქრო, 6 ვერცხლი და 3 სპეციალური პრიზი დაიმსახურეს. ჯილდოების რაოდენობით საქართველო 30 მონაწილე ქვეყანას შორის მესამე ადგილზეა.
,,ასეთი აღიარება და ამდენი ჯილდო ერთ კონკურსზე იმის მაჩვენებელია, რომ ქართული ღვინო მაღალი ხარისხის, უნიკალური და გამორჩეულია საერთაშორისო ბაზარზე.
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | »
 
 
16 Jan
  სასტუმრო ,,Holiday Inn” -ში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გაეროს განვითარების...
16 Jan
  ბოლო პერიოდში სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, არასარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული...
15 Jan
  სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია აგროქიმიკატების იმპორტიორებს, მწარმოებლებს და სადისტრიბუციო...
31 Dec
  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ია ჯანაშიამ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, სადაც...
 
         
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009