“მეღვინეს” მესამე ეტაპი დასრულდა
9 სექტემბერი, 10:28
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ია ჯანაშიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი Facebook-ის ქართული თამაშის - ,,მეღვინეს“ მესამე ეტაპის სამ გამარჯვებულს პრიზები გადასცა.
I ადგილზე გასული ანდრია ჭიპაშვილი ტურისტული კომპანია ,,Classic Travel"- სგან სტამბულში მოგზაურობის საგზურით დაჯილდოვდა.
II ადგილზე გასული თამთა აგლაძე სასტუმრო ,,Holiday Inn" -მა საცურაო აუზის 1 თვიანი აბონემენტით (15 ვიზიტი) დაასაჩუქრა .
III ადგილზე გასულ მაია თურქაძეს კი დასასვენებელი კომპლექსი და სასტუმრო „ლოპოტა“ უმასპინძლებს. (2 ადამიანზე)
თამაში ,,მეღვინე“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და კომპანიების - ,,ალდაგი ბისიაის”, ,,ჯი პი აი ჰოლდინგის” , ,,იმედი ელის”, ,,საქართველოს ბანკის“, ,,თიბისი ბანკის“, ,,ლიბერთი ბანკის“ და ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის” მხარდაჭერით შეიქმნა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით, ონლაინ თამაში შეჯიბრის სახით სამი თვის განმავლობაში 3 ეტაპად გრძელდებოდა და თითოეული ეტაპის გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ თამაში მოთამაშეთა შეჯიბრის გარეშე გაგრძელდება.
,,მეღვინე“ მიზნად ისახავს საქართველოში მეღვინეობისა და ქართული უნიკალური ვაზის ჯიშების პოპულარიზაციას.