სამინისტროს ფუნქცია და ამოცანები

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითად ფუნქციას საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება წარმოადგენს. სამინისტროს ამოცანებია: აგრარული რეფორმების განხორციელება ქვეყნის ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით; სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის გადამუშავებისა და სასურსათო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა; აგროსასურსათო სექტორში შემოსავლების ზრდისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით; საექსპორტო პოტენციალის გამოყენების, საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების მოპოვებისა და განმტკიცების ხელშეწყობა; შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი; სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეურნე სუბიექტების სამეცნიერო-საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზების ხელშეწყობა; პესტიციდების, აგროქიმიკატების, ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშების გამოცდის ორგანიზება და რეგისტრაცია კომპეტენციის ფარგლებში; სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის და ტექნოლოგიების განახლებისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საჭიროების პროგნოზირება და მათი გამოყენების ხელშეწყობა.


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის შემადგენლობა:

  • სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო;
  • სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო;
  • სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია;
  • სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო
  • სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი;
  • ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო;
  • ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი;
  • შპს„ საქართველოს მელიორაცია“;
  • შპს „მექანიზატორი”