მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე (საკონსულტაციო მომსახურება - კომპანიების შერჩევა)

მსოფლიო ბანკი
25.02.2015

მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე
(საკონსულტაციო მომსახურება - კომპანიების შერჩევა)

საქართველო
ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი (ILMDP)
– P133828
სესხის ნომერი: 5456-GE
დავალების სახელწოდება: ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის (ILMDP) ირიგაციისა და დრენაჟის გაუმჯობესების კომპონენტის (IDIC) ფარგლებში განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების (I ფაზა) ზედამხედველობის საკონსულტაციო მომსახურება
საიდენტიფიკაციო ნომერი: ILMDP/C/QCBS/01-2015

 
საქართველომ მიიღო კრედიტი მსოფლიო ბანკისგან (WB), ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის (ILMDP) დასაფინანსებლად. აღნიშნული სახსრების ნაწილის გამოყენება  დაგეგმილია საკონსულტაციო მომსახურებისთვის.

საკონსულტაციო მომსახურება („მომსახურება“) ითვალისწინებს საქართველოში, განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ყოველდღიური  ზედამხედველობის ორგანიზებას. სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტების ზედამხედველობა მოიცავს სხვადასხვა სამუშაოებს, მათ შორის ირიგაციის სისტემების რეაბილიტაციის და დამბების გამაგრებითი სამუშაოების პროექტებს.

მოცემული დავალების ძირითადი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (სსმს) მიერ განსახორციელებელი სამშენებლო  ან/და სარეაბილიტაციო  სამუშაოებისათვის ზედამხედველობის გაწევა სამინისტროს (დამქირავებელი) სახელით პროექტის მენეჯერის რანგში,  სსმს-სა და მის კონტრაქტორებს შორის დადებული ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, შემდეგი საკითხების უზრუნველყოფის მიზნით:
 
ა) მშენებლობის მაღალი ხარისხი, საქართველოში მოქმედი და საერთაშორისო სტანდარტების და გამოცდილების შესაბამისად.
ბ)  მოქმედი პროექტის (სამუშაო ვერსია,  დეტალური) და  სპეციფიკაციების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა,  სამშენებლო კონტრაქტების ტექნიკური სპეციფიკაციების  და აღნიშნული კონტრაქტების სხვა დებულებების განხორციელებით.
გ) სამუშაოების დასრულება სამშენებლო კონტრაქტებით განსაზღვრული მშენებლობის გრაფიკების შესაბამისად; ზემოაღნიშნული თავის მხრივ გამოიწვევს დასრულებული სამუშაოების გრძელვადიან მდგრადობას და ეფექტურ ექსპლოატაციას;  
დ) მსოფლიო ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ე) საჭიროების შემთხვევაში პროექტების ადაპტირება.

ზოგადად, აღნიშნული დავალებით გათვალისწინებული ქვე-პროექტების ზედამხედველობა  განხორციელდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში.

მოცემული დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 35 თვე, სავარაუდო დაწყების თარიღი კი 2015 წლის ივლისი.

ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი (ILMDP) ითვალისწინებს სამშენებლო სამუშაოების მეორე ფაზას, რომელიც  არ არის გათვალისწინებული მოცემული საზედამხედველო კონტრაქტით.  საჭიროების შემთხვევაში და ასევე იმ შემთხვევაში, თუ კონსულტანტი წარმატებულად შეასრულებს პირველი ფაზით გათვალისწინებულ მოვალეობებს, დამქირავებელმა კონსულტანტს  შესაძლოა გაუგრძელოს მომსახურების განხორციელების ვადა, სამშენებლო სამუშაოების მეორე ფაზისთვის, თავდაპირველად გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შენარჩუნებით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს („კონსულტანტებს“) ზემოთ ხსენებული მომსახურების განხორციელებაზე ინტერესის გამოსახატავად. დაინტერესებული კონსულტანტები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ მომსახურების განხორციელებისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის და სათანადო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს მაგრამ არ უნდა შემოიფარგლებოდეს შემდეგით:
ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, მოღვაწეობის პერიოდი (წლებში), პროექტით განსაზღვრული აქტივობების მსგავსი გამოცდილება, ძირითადი პერსონალი, ძირითადი საქმიანობა. მოკლე სიის შერჩევის კრიტერიუმებია:

  •  მსგავსი ხასიათის საკონსულტაციო კონტრაქტები ბოლო 7 წლის განმავლობაში (ე.ი. 2008 წლის იანვრიდან). მსგავსი სამუშაოები გულისხმობს ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობას. 
  • კონსულტანტის ზოგადი გამოცდილება.

შენიშვნა: სსმს უფლებას იტოვებს გადაამოწმოს წარმოდგენილი ნებისმიერი წყარო და გამოიყენოს მოპოვებული ინფორმაცია შეფასებისათვის.

დაინტერესებული კონსულტანტები ვალდებულები არიან ყურადღება გაამახვილონ შემდეგი დოკუმენტის 1.9 პარაგრაფზე: მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელო დებულებები:
“კონსულტანტების შერჩევა და დასაქმება რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხებისა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა  და გრანტების ფარგლებში,  მსოფლიო ბანკის სესხის ამღებთა მიერ - 2011 წლის იანვარი, განახლებული 2014 წლის ივლისში”  („კონსულტანტის სახელმძღვანელო დებულებები“) ასახავს მსოფლიო ბანკის პოლიტიკას ინტერესთა კონფლიქტთან მიმართებაში. 

კონსულტანტები შესაძლებელია გაერთიანდნენ სხვა კომპანიებთან. (გთხოვთ გაითვალისწინოთ,  რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმას წარმოადგენს შვილობილი საკონსულტაციო კომპანია (ქვე-კონსულტირება) ან ერთობლივი საწარმო. შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის დროს, აუცილებელია გაერთიანების ტიპის გარკვევით აღნიშვნა. კონსულტანტის კორპორატიული გამოცდილების შეფასების პროცესში,  შვილობილი კომპანიების (ქვე-კონსულტანტების )გამოცდილება მხედველობაში არ მიიღება).
მოცემული პროექტის მსგავსი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია უნდა იქნეს წარმოდგენილი ფორმა #1-ის შესაბამისად, რომელიც ატვირთულია მგფ-ს ვებ-გვერდზე შემდეგ მისამართზე:http://www.moa.gov.ge/contentimage/form123.pdf

რეკომენდირებულია, რომ კონსულტანტის მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ აღემატებოდეს 30 გვერდს. კომპანიის ბროშურები შესაძლოა დანართად დაერთოს ინტერესის გამოხატვას და მისი რაოდენობა არ იქნება გათვალისწინებული 30 გვერდიან ლიმიტში.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება ხარისხსა და ღირებულებაზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდის გამოყენებით, შემდეგი დოკუმენტის 2-ე ნაწილში ჩამოყალიბებული მეთოდის შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელო დებულებები: “კონსულტანტების შერჩევა და დასაქმება რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხებისა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა  და გრანტების ფარგლებში,  მსოფლიო ბანკის სესხის ამღებთა მიერ - 2011 წლის იანვარი, განახლებული 2014 წლის ივლისს.” 

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ქვემოთ მითითებულ მისამართზე, 09:00-დან 18:00 საათამდე, ქ-ნი ლალი დურმიშიძე, ირიგაციისა და დრენაჟის გაუმჯობესების კომპონენტის დირექტორი.

ქვემოთ მითითებულ მისამართზე ინტერესის გამოხატვა უნდა მოხდეს ინგლისურად, წერილობითი ფორმით (პირადად, ფოსტის, ფაქსის, ან ელ. ფოსტის საშუალებით)  არა უგვიანეს 2013 წლის 13 მარტის 18:00 საათისა.  
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ქ-ნი ლალი დურმიშიძე, კომპონენტის დირექტორი 
საქართველო, ქ. თბილისი, 0159,მარშალ გელოვანის გამზ 6 
ტელ: +99532 2376672
ელ. ფოსტა TO: lali.durmishidze@moa.gov.ge
CC: iosebtchonkadze@moa.gov.ge