განაცხადება წვეთოვანი საირიგაციო სისტემის მომწოდებელი კომპანიებისთვის

პროექტების მართვის სააგენტო
23.02.2015

ა(ა)იპ ,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“

აცხადებს განაცხადების მიღებას წვეთოვანი საირიგაციო სისტემის მომწოდებელი კვალიფიციური კომპანიების შერჩევის მიზნით

სააგენტო იწყებს მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების პროექტს - „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებში წვეთოვანი საირიგაციო სისტემების შეძენა / მონტაჟი დაფინანსდება მხოლოდ წინასწარ დადგენილი კვალიფიციური კომპანიებისაგან;

კვალიფიციური კომპანიების სიის დადგენა განხორციელდება ა(ა)იპ ,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა“ და სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ მიერ ერთობლივი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე;

დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა და ინდივიდუალურმა მეწარმეებმა ა(ა)იპ ,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში“ უნდა წარმოადგინონ პროექტში მონაწილეობის განაცხადი წერილობითი ფორმით, სადაც აუცილებელი წესით მითითებული უნდა იყოს:

  • იურიდიული სტატუსი საიდენტიფიკაციო კოდით;

  • დარგში მოღვაწეობის ხანგრძლივობა;

  • განხორციელებული პროექტების (დამონტაჟებული წვეთოვანი საირიგაციო სისტემები) ჩამონათვალი და ფართობები;

  • კომპანიის არსებული სასაქონლო ნაშთებით რამდენი ჰა - ზე არის შესაძლებელი წვეთოვანი საირიგაციო სისტემის მოწყობა (ნაკვეთის საშუალო ფართობი 5 ჰა);

  • მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, რა ვადაში არის შესაძლებელი დამატებით წვეთოვანი საირიგიცაიო სისტემის მაკომპლექტებელი ელემეტების მოწოდების უზრუნველყოფა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი და მითითებული საბუთები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@apma.ge   არაუგვიანეს 28.02.2015.

 წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ - “Irrigation".