განაცხადება კვალიფიციური სანერგე მეურნეობებისთვის

პროექტების მართვის სააგენტო
23.02.2015

ა(ა)იპ ,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“
აცხადებს განაცხადების მიღებას კვალიფიციური სანერგე მეურნეობების შერჩევის მიზნით

სააგენტო იწყებს მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების პროექტს - „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებში მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენა დაშვებულია მხოლო კვალიფიციური სანერგე მეურნეობებისგან. კვალიფიციური სანერგე მეურნეობების სიის დადგენა განხორციელდება ა(ა)იპ ,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა“ და სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ მიერ ერთობლივი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე; 
დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა და ინდივიდუალურმა მეწარმეებმა ა(ა)იპ ,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში“ უნდა წარმოადგინონ  პროექტში მონაწილეობის განაცხადი წერილობითი ფორმით, სადაც აუცილებელი წესით მითითებული უნდა იყოს:

  • იურიდიული სტატუსი საიდენტიფიკაციო კოდით;
  • დარგში მოღვაწეობის ხანგრძლივობა;
  • არსებული სანერგე მეურნეობის ფართობი;
  • სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ნერგების სახეობები;
  • სანერგე მეურნეობის წარმადობა - ნერგი / წელიწადში;
  • ნერგების არსებული ნაშთების რაოდენობა მრავალწლიანი კულტურების სახეობების მიხედვით

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი და მითითებული საბუთები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@apma.ge არაუგვიანეს 28.02.2015. 
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ - “Nursery".