საჯარო ინფორმაცია სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შესაძლო ჰორიზონტალურ გადაყვანასთან დაკავშირებით

ლოგო დიდი
21.08.2017
გაცნობებთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მედიასთან ურთიერთობის და ინფორმაციის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის კონკურსის წესით დასაკავებლად, სამინისტროში დაწყებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები, რომლის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე და 48-ე მუხლებით (იხ. მიბმული ფაილი) გათვალისწინებული მოხელის გადაყვანის (ჰორიზონტალური გადაყვანა) პროცედურა. 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორი სამუშაო დღის ვადაში აღნიშნული ვაკანტური თანამდებობის დაკავების სურვილის შემთხვევაში განცხადებით (წერილობითი ფორმა) მიმართეთ სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს. გადაყვანის პროცედურა წარიმართება და გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შესაბამის მოხელეებთან გასაუბრებით, მოხელის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 17 აგვისტოს №2-152 ბრძანებით (იხ. მიბმული ფაილი) დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის, მათი კვალიფიკაციისა და შეფასების შედეგებისა გათვალისწინებით.