საჯარო ინფორმაცია სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შესაძლო ჰორიზონტალურ გადაყვანასთან დაკავშირებით

ლოგო დიდი
27.10.2017
„გაცნობებთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეორე და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობების კონკურსის წესით დასაკავებლად, სამინისტროში დაწყებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები, რომლის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული მოხელის გადაყვანის (ჰორიზონტალური გადაყვანა) პროცედურა. 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორი სამუშაო დღის ვადაში აღნიშნული ვაკანტური თანამდებობების დაკავების სურვილის შემთხვევაში განცხადებით (წერილობითი ფორმა) მიმართეთ სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს. გადაყვანის პროცედურა წარიმართება და გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შესაბამის მოხელეებთან გასაუბრებით, მოხელის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 04 აგვისტოს №2-144 და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 26 ოქტომბრის №2-191 ბრძანებებით (იხ. მიბმული ფაილები) დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის, მათი კვალიფიკაციისა და შეფასების შედეგების გათვალისწინებით.“