სამინისტროში ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის წესით პროფესიული საჯარო მოხელის შერჩევამდე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის გადაყვანის პროცედურის შესახებ

ლოგო დიდი
15.11.2017

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დუშეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის კონკურსის წესით დასაკავებლად, სამინისტროში დაწყებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები, რომლის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული მოხელის გადაყვანის (ჰორიზონტალური გადაყვანა) პროცედურა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორი სამუშაო დღის ვადაში აღნიშნული ვაკანტური თანამდებობების დაკავების სურვილის შემთხვევაში განცხადებით (წერილობითი ფორმა) მიმართეთ სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს. გადაყვანის პროცედურა წარიმართება და გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შესაბამის მოხელეებთან გასაუბრებით, მოხელის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 14 ნოემბრის №2-195 ბრძანებით (იხ. მიბმული ფაილი) დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის, მათი კვალიფიკაციისა და შეფასების შედეგების გათვალისწინებით.“