დეპარტამენტის ხელმძღვანელები

ხატია წილოსანი

ხატია წილოსანი

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვას უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადების, შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვისა და ხელშეკრულებათა ხელმოწერის პროცესის კოორდინაციას, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული კანონმდებლობის საერთაშორისო მოთხოვნებთან, სტანდარტებთან, რეგულაციებთან და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონოზაციის ხელშეწყობას.

დეპარტამენტი უზრუნველყოფს ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებისსთვის მხარდამჭერი წინადადების შემუშავებას, დაგეგმილი გამოფენების და ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის  ღონისძიებების შესახებ ადგილობრივი მწარმოებლების ინფორმირებას, ასევე მათთვის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიღებაში ხელშეწყობას. დეპარტამენტის ფუნქციებში შედის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატის ფარგლებში შეხვედრების, ვიზიტებისა და მოლაპარაკებებისთვის საჭირო ანალიტიკური მასალების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში უხცოეთის დელეგაციებისა და სპეციალისტების  საქართველოში ვიზიტების, სემინარების, სიმპოზიუმების, ფორუმებისა და კონფერენციების პროგრამების შედგენა და ამ პროგრამების შესრულების კოორდინაცია. კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტი ჩართულია აგროსამრეწველო სექტორში, სახელმწიფოებს შორის, სამთავრობოთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის მიზნით შექმნილ ერთობლივ კომისიებსა და სამუშაო ჯგუფების მუშაობაში. დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში  ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობას, შესაბამის საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება.