დეპარტამენტის ხელმძღვანელები

ლ.ინაური

ლაშა ინაური

ევროინტეგრაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობისდარგის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას. ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესშიგანსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტების დასამოქმედო გეგმების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობისკოორდინაციას.

დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირსა და საქართველოსშორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილსამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობს. ასევე, ევროკავშირსადა საქართველოს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალისავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ევროკავშირისრეგულაციებთან, გადაწყვეტილებებსა და დირექტივებთან საქართველოსკანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა უწყების მიერშემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და თანმდევიდოკუმენტების განხილვასა და დასკვნის მომზადებაში იღებს მონაწილეობას.