დეპარტამენტის ხელმძღვანელები

ა. პოტაპოვი

ალექსი პოტაპოვი

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი ახორციელებს სამინისტროსათვის ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის შემუშავებას და დანერგვას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ტერიტორიულორგანოებსა და სისტემაში შემავალ უწყებებში. ასევე, უზრუნველყოფს ინფორმაციულ უსაფრთხოებას, სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე,ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციურიმოწყობილობებით ჩანაცვლებასა და მათზე მონიტორინგის წარმოებას.

დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის სამინისტროში არსებულიკომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირებისა და მართვისუზრუნველყოფა, ამასთან, მისი შიდა და გარე ქსელური პერიმეტრის დაცვა; სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა; არსებული სერვისების მხარდაჭერისა დაახალი ინოვაციური მომსახურების დანერგვის, მონაცემთა უწყვეტობისა დამათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სერვისების კატალოგების შექმნა და მათზე წვდომის დონეების მართვა; ტექნიკური მხარდაჭერისა და ერთიანი,ცენტრალური მონაცემთა ბაზების შექმნა და შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფა.