დეპარტამენტის ხელმძღვანელები

ზ.შურღაია

ზვიად შურღაია

შიდა აუდიტის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენასა და მათი მართვის ხარისხის შეფასებას, სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესებას და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობას ისეთი საქმიანობის განხორციელებით, როგორიცაა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება.

დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება, შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება. დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზს და მათ პრევენციას, სამინისტროს სისტემაში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას და შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენას, კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსულ ინფორმაციაზე რეაგირებას.