დეპარტამენტის ხელმძღვანელები

ე.ზვიადაძე

ეკატერინე ზვიადაძე

პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის  დარგის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრას, სტრატეგიისა და დარგობრივი სამოქმედო გეგმების შემუშავებას, სოფლის მეურნეობის  დარგში არსებული მონაცემთა ბაზის სრულყოფასა და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებას. სამინისტროში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე დეპარტამენტი ახორციელებს კვლევების ჩატარებასა და მიღებული შედეგების დამუშავებას, სოფლის მეურნეობის სფეროში მოზიდული და დაგეგმილი ინვესტიციების ანალიზს, სოფლის მეურნეობის საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების მიმდინარეობის ხელშეწყობას, ინფორმაციულ უზრუნველყოფას, შეფასებას, ანალიზსა და რეკომენდაციების მომზადებას.

დეპარტამენტის ფუნქციებში შედის სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. მსოფლიოში აპრობირებული სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. ქართული აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგების გამოვლენა, უცხოელი ინვესტორების მოზიდვისა და ერთობლივი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა. დეპარტამენტი უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის დარგების ფინანსირების საკითხების ანალიზს, ექსპორტ-იმპორტის ანალიზს, ადგილობრივი პროდუქციის დაცვის მიზნით, ტარიფების და ექსპორტ/იმპორტის ოპერაციებთან დაკავშირებული პროცედურების ანალიზსა და რეკომენდაციების შემუშავებას.