დეპარტამენტის ხელმძღვანელები

თ. კალანდაძე

თენგიზ კალანდაძე

სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მეცხოველეობის, მემცენარეობის, მეთევზეობის, ქვეყანაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების და რეგიონული განვითარების თაობაზე პოლიტიკის შემუშავებას, რეგიონებში აგრარული  სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრას, სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის, ფერმერთა და აგრომეწარმეთა საკონსულტაციო მომსახურების სისტემის განვითარების ხელშეწყობას.

დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის სოფლის მეურნეობის ტექნიკური გადაიარაღების, მანქანათა გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის ოპტიმალური ფორმების შემუშავება, ასევე სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა და საქმიანობის კოორდინაცია.