დეპარტამენტის ხელმძღვანელები

იგორ სიჭინავა

იგორ სიჭინავა

ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ საქმიანობას, მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზებას, სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა დავალებების შესრულებას, მინისტრის მიერ შექმნილი კომისიებისა და საბჭოების სხდომების უზრუნველყოფასა და ოქმების შედგენას.

დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებას, ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის და სამობილიზაციო გეგმის მომზადებას, ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას. დეპარტამენტის ფუნქციებში შედის სამინისტროს  ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა, ასევე სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების კომპიუტერული ტექნიკის ქსელების შეუფერხებელი მუშაობისა და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება და სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა.