დეპარტამენტის ხელმძღვანელები

გივი მერაბიშვილი

გივი მერაბიშვილი

იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, სამართლებრივ უზრუნველყოფას, სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის კოორდინაციას. კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას, მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას.

დეპარტამენტის ფუნქციებში შედის სასამართლოს დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება.