დეპარტამენტის ხელმძღვანელები

ზედგენიძე

თამარ ზედგენიძე

საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვას, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას. დეპარტამენტი ახორციელებს სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფას, საბიუჯეტო დაფინანსების სისტემურ ანალიზს, პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების პირობების სრულყოფას.

დეპარტამენტის ფუნქციებში შედის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სხვა ორგანიზაციათა წინაშე სავალდებულო ანგარიშგება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებისა და სამინისტროსათვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ორგანიზება.