ENPARD III-ის ფარგლებში შესასრულებელ ვალდებულებებზე იმსჯელეს

ENPARD III-ის ფარგლებში შესასრულებელ ვალდებულებებზ
13.02.2017
სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) III ფაზის მატრიცა (შესასრულებელი ვალდებულებების ჩამონათვალი) განიხილეს. განხილვას სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის წევრები, საქართველოში ევროკავშირის დელეგატები და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ENPARD III - ის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ვალდებულებების შესრულების საკითხებზე იმსჯელეს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველო ევროკავშირისგან დაახლოებით 80 მლნ ევრო დახმარებას მიიღებს, საიდანაც დაახლოებით 45 მლნ ევრო საბიუჯეტოა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტს ხელი წლის ბოლომდე მოეწერება. სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD III) მიმართულია როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე სოფლის განვითარების მხარდაჭერისკენ.