ლევან დავითაშვილი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

ლევან დავითაშვილი შვეიცარიის ელჩს შეხვდა
13.02.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ლუკას ბეგლინგერს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროექტები გააცნო და დარგის განვითარებაში შვეიცარიის ფინანსური და ტექნიკური დახმარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობის საკითხებზე, ასევე, მაღალმთიან ალპურ ზონებში მესაქონლეობის დარგის კოოპერაციული განვითარების პერსპექტივაზე და ამ მიმართულებით შვეიცარიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სფეროში პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მნიშვნელობასაც და ამ მიმართულებით შვეიცარიის მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების საკითხებს. ელჩის განცხადებით, შვეიცარია უახლოეს მომავალში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 5 მილიონი ფრანკის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გაუწევს საქართველოს და თანამშრომლობა გაგრძელდება როგორც საგანმანათლებლო ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით