მემორანდუმი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან

მემორანდუმი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევე
04.05.2017
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. 
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში როგორიცაა: საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის პერსონალის განვითარება - ჯანდაცვის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების განვითარება, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ლაბორატორიული მეცნიერებების განხრით; საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ეფექტურობის გაძლიერება, ახალი და ხელმეორედ აღმოცენებადი დაავადებების, ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისა და ქრონიკული დაავადებების პრევენცია, გამოვლენა და მათზე რეაგირება; აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს კონსულტაციებსა და ტექნიკურ დახმარებას, გაცვლით ვიზიტებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის პერსონალის მომზადებას, ახალი დიაგნოსტიკური ტექნოლოგიებისა და რეაგენტების გადაცემას საქართველოსთვის და ასევე ფინანსურ მხარდაჭერას ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების საშუალებით.