საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აკეთებს განცხადებას სამინისტროში ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის წესით პროფესიული საჯარო მოხელის შერჩევამდე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის გადაყვანის პროცედურის შესახებ

დიდი
08.08.2017


 გაცნობებთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის კონკურსის წესით დასაკავებლად, სამინისტროში დაწყებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები, რომლის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული მოხელის გადაყვანის (ჰორიზონტალური გადაყვანა) პროცედურა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორი სამუშაო დღის ვადაში აღნიშნული ვაკანტური თანამდებობის დაკავების სურვილის შემთხვევაში განცხადებით (წერილობითი ფორმა) მიმართეთ სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს. გადაყვანის პროცედურა წარიმართება და გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შესაბამის მოხელეებთან გასაუბრებით, მოხელის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 04 აგვისტოს №2-144 ბრძანებით (იხ. მიბმული ფაილი) დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის, მათი კვალიფიკაციისა და შეფასების შედეგების გათვალისწინებით.