ლევან დავითაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა

ლევან დავითაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფე
28.09.2017
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები გრძელდება. „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, კოოპერატივს „მთის გემო“ 1500 ლიტრის მოცულობის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები გადაეცა. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კოოპერატივის „მთის გემო“ წევრებს საწარმოში შეხვდა და იმერული ყველისა და სულგუნის წარმოების პროცესს გაეცნო. კოოპერატივმა „მთის გემო“ სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისი შენობის აშენება უზრუნველყო, სადაც პროგრამის ფარგლებში გადაცემული აღჭურვილობა განთავსდა და რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მოეწყო. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე შეხვდნენ.