ხშირად დასმული შეკითხვები

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში ახორციელებს „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს“. პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტული სწორედ ხილის გადამუშავებაა. შესაბამისობის კრიტერიუმებით, ბენეფიციარის ფულადი თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ღირებულების მინიმუმ 10%-ს, საწარმო ორიენტირებული უნდა იყოს ადგილობრივი შრომითი რესურსებისა და ნედლეულის გამოყენებაზე. შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ პროექტის მონაწილე და გარკვეული ფინანსური შეღავათები მიიღოთ სახელმწიფოსგან. წარადგინეთ თქვენი წინადადება „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში“, სადაც გაგიწევენ შესაბამის კონსულტაციას. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო; ტელ: (+995 32) 2470101

თავდაპირველად კოოპერატივი სამეწარმეო იურიდიულ პირად მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში (საჯარო რეესტრში) უნდა დარეგისტრირდეს. შემდეგ კი სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს: 1.ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2.განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი 3.იმ შემთხვევაში თუ კოოპერატივს საკუთრებაში/სარგებლობაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან სხვა ქონება - შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ან/და ქონებაზე საკუთრების/სარგებლობის უფლება; 4.კოოპერატივის წესდება. მაღალმთიან რეგიონებში(„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ”კანონის შესაბამისად) კოოპერატივის წევრთა რაოდენობა 3-ზე, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი 5-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრი შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს პაის. კოოპერატივის ქონება იქმნება წევრთა (მეპაიეთა) შენატანით (პაით), სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული მოგებით, გრანტით ან სხვა წყაროებით. კოოპერატივი დემოკრატიული მართვის პრინციპს ემყარება - ერთ მეპაიეს ერთი ხმის უფლება აქვს, იმის მიუხედავად, რა რაოდენობის ქონებით შევა გაერთიანებაში.

საჭიროა მაღალმთიან რეგიონში მინიმუმ 3, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე მინიმუმ 5 ადამიანის საერთო იდეის გარშემო გაერთიანება • შეიქმნას კოოპერატივის წესდება; • გაერთიანებით დაინტერესებული პირები დარეგისტრირდნენ საჯარო რეესტრში კოოპერატივის ორგანიზაციული ფორმით • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მისაღებად განცხადებით მიმართონ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს : • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი • იმ შემთხვევაში თუ კოოპერატივს საკუთრებაში/სარგებლობაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან სხვა ქონება - შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ან/და ქონებაზე საკუთრების/სარგებლობის უფლება; • კოოპერატივის წესდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრი შეიძლება იყოს: • 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს პაის • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კანონი"სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" და "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი" დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.acda.gov.ge სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო

ხელისუფლებამ წელს უპრეცედენტო რაოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო ციტრუსის სუბსიდირებისთვის. კერძოდ, სახელმწიფომ 13 მილიონ 800 ათასი ლარი გახარჯავს, აქედან 12 მილიონი ლარით სტანდარტული მანდარინის სუბსიდირება ხორციელდება. სახელმწიფო ერთ კილოგრამ სტანდარტულ მანდარინში 15 თეთრს, ხოლო არასტანდარტულში 10 თეთრს იხდის.

საგადასახადო დავალიანება, სასოფლო-სამურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭებისას ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის, თუ კოოპერტივი იურიდიულ პირად დაფუძნდა და სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროექტში ჩართულია შემდეგი კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო დაწესებულებები: ბაზისბანკი: ტელ: 292 29 22 ბანკი რესპუბლიკა: ტელ:290 90 90 ბანკი ქართუ: ტელ:292 55 92/91/90 ვითიბი ბანკი: ტელ:224 24 24 თიბისი ბანკი: ტელ:227 27 27 ბანკი კონსტანტა: ტელ:240 14 01 კორ სტანდარტ ბანკი: ტელ:255 00 00 (*5050) ლიბერთი ბანკი: ტელ:255 55 00 პროკრედიტ ბანკი: ტელ:220 22 22 საქართველოს ბანკი: ტელ:244 44 44 ხალიკ ბანკი: ტელ:224 07 07 (*126) პაშა ბანკი: ტელ:2 265 000 თიბისი ლიზინგი: ტელ: 227 27 34 საქართველოს სალიზინგო კომპანია: ტელ: 2 444 926 პროგრეს ბანკი: ტელ: 238 88 88 კრედო: ტელ:243 42 42 კრისტალი: ტელ:0431 25 22 44 „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ აღწერილობა იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ პროექტების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს ნომერზე: (+995 32) 247 01 01,

• მოგების გადასახადით არ იბეგრება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი (პირველადი წარმოება)და გრანტი; • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან დაკავშირებით, არ არის დაწესებული მოგების გადასახადის ზღვარი წლიური ბრუნვის მიხედვით, რომელიც მაგალითად შპს-ს შემთხვევაში, 200 000 ლარს შეადგენს (2017 წლის 1 იანვრამდე); • ქონების გადასახადით არ იბეგრება კოოპერატივის ქონება, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის; არ იბეგრება 5 ჰა-მდე მიწის ფართი რომლიც 2004 წლის 31 მარტამდეა შეძენილი; სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება; • საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება კოოპერატივის საქმიანობის ფარგლებში, კოოპერატივის წევრების მიერ მიღებული დივიდენდი; • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ასევე სარგებლობენ ყველა იმ საგადასახადო შეღავათებით, რომლებიც სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში მოქმედებს.

• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებს შემოსავალი მეტი აქვთ, ხარჯი კი ნაკლები, რადგან დანახარჯები და რისკები რამდენიმე სუბიექტზე ნაწილდება • ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობით სტაბილურ ბაზარი უფრო ხელმისაწვდომია • ერთიანი საბითუმო შესყიდვები: დაბალი ფასი საჭირო აგრო თუ სხვა მასალების შესყიდვისას. • ინდივიდუალურად (ცალ-ცალკე) - გლეხების საქმიანობა წარიმართება მხოლოდ დაბალტექნოლოგიურ დონეზე. ძალთა გაერთიანებით კი შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, როგორც გაერთიანება, კრედიტუნარიანად ითვლება და საკრედიტო რესურსი მისთვის უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე განცალკევებული სუბიექტისთვის, გლეხისთვის. დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.acda.gov.ge სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო

სოფლის მეურნეობის სამინისტრო „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებითა და ხელის სათესი უზრუნველყოფის პროექტს“ განახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს კოოპერატივებისთვის 1700 ერთეული მოტობლოკისა და 2000 ხელის სათესის შეღავათიანი პირობებით, ან ლიზინგით (გრძელვადიანი იჯარა-გამოსყიდვის უფლებით) გადაცემას; • სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს “სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტით“, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი, ახალი საწარმოების შექმნას ან უმოქმედო საწარმოს ამუშავებას ითვალისწინებს ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევა განსაზღვრულია კოოპერატივებისთვისაც ; • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი სარგებლობს უპირატესობით, მიიღოს გრანტი; • განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში დასაქმებულების უფასო სწავლება-გადამზადება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვა პროგრამები;

ENPARD-ის მცირე ფერმერთა კოოპერაციის კომპონენტის ფარგლებში ,ევროკავშირის მიერ შეირჩა ოთხი კონსორციუმი-CARE, Mercy Corps, Oxfam, PIN ,რომლებიც პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ. დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.acda.gov.ge სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრი შეიძლება იყოს: • 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს პაის • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.acda.gov.ge სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო