საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი - „ტექნიკური რეგლამენტი - საკვებდანამატების შესახებ“.

საკვები დანამატები
09.08.2016
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მე-4 თავის - „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის N783 განკარგულებით დამტკიცებული „სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის“ შესრულების მიზნით, წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს - „ტექნიკური რეგლამენტის - საკვებდანამატების შესახებ“.

პროექტი შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ევროკომისიის რეგულაციის N 1333/2008 კონსოლიდირებული ვერსიის შესაბამისად. პროექტის შემუშავებისას ტერმინებთან დაკავშირებით გამოყენებული იქნა რეგულაციაში მითითებული დირექტივები [(EC) N2001/110, (EC) N2001/111, (EC) N2009/54, (EC) N2009/39, (EC) N2007/61, (EC) N2001/112, (EC) N2001/113, (EC) N2000/36, (EC) N2006/125, (EC) N2006/114, (EC) N2006/141, (EC) N1999/21, (EC) N2002/46,] და რეგულაციები [ (EU) N1169/2011, (EC) N1332/2008, (EC) N1334/2008, (EC) N231/2012, (EC) N609/2013, (EC) N110/2008, (EC) N41/2009].

წინადადებების წარმოდგენის ვადა 2016 წლის 1 სექტემბერი.


საკონტაქტო პირი - ქეთევან ლაფერაშვილი