„ტექნიკური რეგლამენტი - „სურსათში მიკროელემენტებისა და დამაბინძურებლების (კონტამინანტები) რაოდენობის კონტროლისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ“

ტექნიკური რეგლამენტი
20.09.2016
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მე-4 თავის - „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის N783 განკარგულებით დამტკიცებული „სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის“ შესრულების მიზნით, წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს - „ტექნიკური რეგლამენტის - „სურსათში მიკროელემენტებისა და დამაბინძურებლების (კონტამინანტები) რაოდენობის კონტროლისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის მეთოდების შესახებ“ პროექტი შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და
მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ევროკომისიის რეგულაციის (EC) N333/2007-ის შესაბამისად.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნულ პროექტს საჯარო განხილვისთვის წარმოადგენს.

გთხოვთ, წინადადებები და კომენტარები გადმომაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:


განხივის ბოლო ვადაა. 5.10.2016