საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი - „ ტექნიკური რეგლამენტი - მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ“

ფოტო დიდი
26.10.2016
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მე-4 თავის - „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის N783 განკარგულებით დამტკიცებული „სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის“ შესრულების მიზნით, წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს - „ ტექნიკური რეგლამენტი - მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ“
პროექტი მომზადებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ევროკომისიის (EC) N396/2005 რეგულაციის შესაბამისად.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნულ პროექტს საჯარო განხილვისთვის წარმოადგენს.

გთხოვთ, წინადადებები და კომენტარები გადმომაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:


განხივის ბოლო ვადაა. 15.11.2016