მთავრობის დადგენილების პროექტი: ,,ზოგიერთი გადამდები ღრუბლისებრი ენცეფალოპათიების პრევენციის, კონტროლისა და აღმოფხვრის წესი“

მთავრობის დადგენილების პროექტი: ,,ზოგიერთი გადამდე
06.12.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრის 01.02.2016 წლის N 2- 15 ბრძანების საფუძველზე „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მოსამზადებლად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ვეტერინარიის სფეროში დაასრულა მუშაობა მთავრობის დადგენილების პროექტზე: ,,ზოგიერთი გადამდები ღრუბლისებრი ენცეფალოპათიების პრევენციის, კონტროლისა და აღმოფხვრის წესი“, რომელიც ეფუძნება ევროკომისიის N 999/2001 რეგულაციით (Regulation of the European parliament and of the council of may 2001 laying don rules for the prevention, control and eradication of certain transmissible spongiform encephalopathies) დადგენილ მოთხოვნებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნულ პროექტს საჯარო განხილვისთვის წარმოადგენს.

გთხოვთ, წინადადებები და კომენტარები გადმომაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maia.beruashvili@moa.gov.ge

განხილვის ბოლო ვადაა 20.12.2016