საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ტექნიკური რეგლამენტი - „ადამიანის მიერ უშუალო მოხმარებისთვის განკუთვნილი თერმულად დამუშავებული რძის ანალიზის და გამოკვლევის მეთოდების შესახებ“

rZis analsi
21.03.2017
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მე-4 თავის - „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების“ ფარგლებში 2017 წლისათვის
აღებული ვალდებულებებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2016 წლის 01/02 ბრძანება N 2-15-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დავალების შესრულების მიზნით, წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის დადგენილების
პროექტს - ტექნიკური რეგლამენტი - „ადამიანის მიერ უშუალო მოხმარებისთვის განკუთვნილი თერმულად დამუშავებული რძის ანალიზის და გამოკვლევის მეთოდების შესახებ“. პროექტი მომზადებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ევროკომისიის (EEC) N92 / 608 გადაწყვეტილების შესაბამისად.

წინადადებების წარმოდგენის ვადაა 10.04.2017

საკონტაქტო პირი: ქეთევან ლაფერაშვილი  ketevan.laperashvili@moa.gov.ge