„საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის N 508 დადგენილებაში „ტექნიკური რეგლამენტი - ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე”.

ვიტამინები დიდი
25.05.2017

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მე-4 თავის - „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს - „საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის N 508 დადგენილებაში „ტექნიკური რეგლამენტი - ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე”. ცვლილების პროექტი შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის დაევროკომისიის რეგულაციის N307/2012-ით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ადგენს განმახორციელებელ წესებს ევროპარლამენტის დაევროსაბჭოს 1925/2006 რეგულაციის - „ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“ მე-8 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით. გამომდინარე აღნიშნულიდან, მომზადდა „საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის N 508 დადგენილებაში „ტექნიკური რეგლამენტი - ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“ მე- 8 მუხლში სათანადო ცვლილებების პროექტი.


პროექტი წარმოდგენილია საჯარო განხილვისთვის. გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 10 ივნისამდე.  



საკონტაქტო პირი: ქეთევან ლაფერაშვილი   ketevan.laperashvili@moa.gov.ge