საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N 429 დადგენილებაში „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო- საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ფიტო
26.06.2017
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მე-4 თავის - „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების“ ფარგლებში აღებული
ვალდებულებების შესრულების მიზნით, წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს - საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N 429 დადგენილებაში „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო
და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ცვლილების შეტანის თაობაზე”. ცვლილების პროექტი შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ევროკომისიის 1994 წლის 20 მაისის N94/360 გადაწყვეტილების „მსოფლიოს მესამე ქვეყნებიდან „ევროსაბჭოს N90/675 დირექტივის თანახმად შემოტანილი გარკვეული პროდუქტების პარტიებზე ფიზიკური შემოწმების შემცირებული
პერიოდულობით ჩატარებასთან დაკავშირებით“ შესაბამისად.


პროექტი წარმოდგენილია საჯარო განხილვისთვის. გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 10 ივლისამდე.

საკონტაქტო პირი: ქეთევან ლაფერაშვილი ketevan.laperashvili@moa.gov.ge