საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი - „სურსათის ლოტის აღნიშვნის წესის დამტკიცების შესახებ“

სურსათი დიდი
01.09.2017
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მე-4 თავის - „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს - „სურსათის ლოტის აღნიშვნის წესის დამტკიცების შესახებ“ პროექტი შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ევროკომისიის დირექტივის N2011/91 (DIRECTIVE 2011/91/EU OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 13 December 2011 - on indications or marks identifying the lot to which a foodstuff belongs) - ით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

პროექტი წარმოდგენილია საჯარო განხილვისთვის. გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე.

საკონტაქტო პირი:  ketevan.laperashvili@moa.gov.ge