მთავრობის დადგენილების პროექტი ,,აკვაკულტურისა და მისი პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის პირობები, სერტიფიცირების მოთხოვნები და ვექტორული სახეობების ჩამონათვალი“ და ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესი“

akvakultura
13.10.2017
 სოფლის მეურნეობის მინისტრის 01.02.2016 წლის N 2-15 ბრძანების საფუძველზე „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მოსამზადებლად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ვეტერინარიის სფეროში დაასრულა მუშაობა მთავრობის დადგენილების პროექტებზე: ,,აკვაკულტურისა და მისი
პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის პირობები, სერტიფიცირების მოთხოვნები და ვექტორული სახეობების ჩამონათვალი“ და ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასთან და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესი“, რომლებიც ეფუძნება ევროკომისიის 2006/88 დირექტივითა და 1251/2008 რეგულაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს (COMMISSION REGULATION (EC) No 1251/2008 of 12 December 2008, implementing Council Directive 2006/88/EC as regards conditions and certification requirements for the placing on the market and the import into the Community of aquaculture animals and products thereof and laying down a list of vector species და COUNCIL DIRECTIVE 2006/88/EC of 24 October 2006 on animal health requirements for aquaculture animals and products thereof, and on the prevention and control of certain diseases in aquatic animals). 

პროექტი წარმოდგენილი საჯარო განხილვისთვის. გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე.

საკონტაქტო პირი: მაია ბერუაშვილი maia.beruashvili@moa.gov.ge