მთავრობის დადგენილების პროექტი: ,,ცხოველთა ჯანმრთელობის ზეგავლენა მსხვილფეხა საქონლითა და ღორით ქვეყანაში ვაჭრობაზე“

ხბო დიდი
16.10.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრის 01.02.2016 წლის N 2-15 ბრძანების საფუძველზე „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მოსამზადებლად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ვეტერინარიის სფეროში დაასრულა მუშაობა მთავრობის დადგენილების პროექტზე: ,,ცხოველთა ჯანმრთელობის ზეგავლენა მსხვილფეხა საქონლითა და ღორით ქვეყანაში ვაჭრობაზე“, რომელიც ეფუძნება ევროკომისიის 1964/432/EC დირექტივით განსაზღვრულ მოთხოვნებს (COUNCIL DIRECTIVE of 26 June 1964 on animal health problems affecting intra-Community trade in bovine animals and swine).

პროექტი წარმოდგენილია საჯარო განხილვისთვის. გთხოვთ თქვენი მოსაზრებები წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 20 ნოემბრამდე.


საკონტაქტო პირი: მაია ბერუაშვილი maia.beruashvili@moa.gov.ge