მთავრობის დადგენილების პროექტი: ,,სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებელი პროდუქტების ვაჭრობისას და იმპორტისას საზოგადოებრივი და ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების შესახებ“,

იმპორტი
16.11.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრის 01.02.2016 წლის N 2-15ბრძანების საფუძველზე „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
სფეროებში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მოსამზადებლად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ვეტერინარიის სფეროში დაასრულა მუშაობა მთავრობის დადგენილების პროექტზე: ,,სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებელი პროდუქტების ვაჭრობისას და იმპორტისას საზოგადოებრივი და ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების შესახებ“, რომლებიც ეფუძნება ევროკომისიის 92/118/EEC დირექტივით განსაზღვრულ მოთხოვნებს (laying down animal health and public health requirements governing trade in and imports into the Community of products not subject to the said requirements laid down in specific Community rules referred to in Annex A (I) to Directive 89/662/EEC and, as regards pathogens, to Directive 90/425/EEC).


პროექტი წარმოდგენილის საჯარო განხილვისთვის. თქვენი მოსაზრებები და კომენტარები შეგიძლიათ წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე.

საკონტაქტო პირი: მაია ბერუაშვილი  maia.beruashvili@moa.gov.ge