საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა, კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ’’.

კონტროლი 2
16.11.2017
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მე-4 თავის - „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების“ ფარგლებში აღებული
ვალდებულებების შესრულების მიზნით, წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს ,,სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა, კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული
პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ’’. პროექტი შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ევროსაბჭოს დირექტივის 2004/103-ით (COUNCIL DIRECTIVE 2004/103/EC of 7 October 2004 on identity and plant health cheeks of plants, plant products or other objects, listed in Part B of Annex V to Council Directive 2000/29 EC, which may be carried pot at a place other than the point of entry into the Community or at a place close by and specifying the conditions related to these checks.) განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

პროექტი წარმოდგენილია საჯარო განხილვისთის მიმდინარე წლის 6 დეკემბრამდე.


საკონტაქტო პირი: მანანა გაბრუაშვილი manana.gabruashvili@moa.gov.ge