შპს საქართველოს მელიორაციისათვის კომპიუტერული ტექნიკის მიწოდება

11.03.2016 0:00:00 11.04.2016 0:00:00
საქართველო ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი (ILMDP)
სესხის ნომერი: 5456-GE

კონტრაქტის დასახელება: შპს საქართველოს მელიორაციისათვის კომპიუტერული ტექნიკის მიწოდება
საიდენტიფიკაციო ნომერი: IDIC/G/NCB/01

1. საქართველომ მიიღო კრედიტი მსოფლიო ბანკისგან (WB), ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის (ILMDP) დასაფინანსებლად. აღნიშნული სახსრების ნაწილის გამოყენება დაგეგმილია შპს საქართველოს მელიორაციისათვის კომპიუტერული ტექნიკის მიწოდებისათვის.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს დალუქული სატენდერო წინადადებების წარმოსადგენად შპს საქართველოს მელიორაციისათვის შემდეგი კომპიუტერული ტექნიკის მიწოდებისათვის:
• 16 ცალი i7 კომპიუტერი;
• 300 ცალი i5 კომპიუტერი;
• 3 ცალი i7 ლეპტოპი;
• 70 ცალი i5 ლეპტოპი;
• 3 ცალი ფერადი პლოტერი;
• 4 ცალი ფერადი ლაზერული A3 პრინტერი;
• 50 ცალი მულტი-ფუნქციური  ლაზერული  პრინტერი;
• 2 ცალი Full HD პროექტორი;
• 4 ცალი HD პროექტორი;
• 200 ცალი 300w უწყვეტი კვების ბლოკი (UPS);
• 30 ცალი 600w უწყვეტი კვების ბლოკი (UPS).
3. ტენდერი ჩატარდება მსოფლიო ბანკის მიერ 2011 წლის იანვარში გამოცემული და 2014 წლის ივლისში კორექტირებული „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებითა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებით განხორციელებული შესყიდვების სახელმძღვანელო დებულებაში“ აღწერილი ეროვნული საკონკურსო ვაჭრობის პროცედურების შესაბამისად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა უფლებამოსილ მონაწილეს, სახელმძღვანელო დებულებაში მოცემული განსაზღვრების შესაბამისად. ასევე, გთხოვთ, იხილეთ მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რომელიც აღწერილია 1.6 და 1.7 პუნქტებში.

4. დაინტერესებულ უფლებამოსილ პრეტენდენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება და სატენდერო დოკუმენტაციის შემოწმება შეუძლიათ სამუშაო დღეებში 10:00-დან 17:00 საათამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფისში ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

5. სატენდერო დოკუმენტაციის სრული კომპლექტის შეძენა ინგლისურ ენაზე შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი განაცხადის წარდგენისა და არაანაზღაურებადი 100 ან 200 ლარის (საკურიერო მომსახურების ჩათვლით) გადახდის შემდეგ. გადახდა ხორციელდება თანხის გადარიცხვით ან ნაღდი ფულის შეტანით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემდეგ ანაგარიშზე:

საქართველოს სახელმწიფო სახაზინო სამსახური
SWIFT კოდი: TRESGE22
ბენეფიციარი: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სახაზინო კოდი: 3012004400
ქვე-კოდი: 4411

6. სატენდერო წინადადებები წარდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე, არაუგვიანეს 2016 წლის 11 აპრილის 12:00 საათისა ადგილობრივი დროით. სატენდერო წინადადებების ელექტრონული ფორმით წარმოდგენა არ არის ნებადართული. სატენდერო წინადადებები გაიხსნება მათი მიღების დასრულების ვადის ამოწურვისთანავე, 2016 წლის 11 აპრილის 12:00 საათზე  იმ პრეტენდენტების წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც მოისურვებენ პირადად დასწრებას ქვემოთ მოცემულ მისამართზე. დაგვიანებული სატენდერო წინადადებები არ მიიღება.
7. სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს 5,000.00 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში მისი ექვივალენტის ოდენობის სატენდერო წინადადების გარანტია.

8. მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია: 
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფისი
მე-3 სართული, ოთახის ნომერი 309
ვის: ქ-ნი ლალი დურმიშიძე - პროექტის მენეჯერი 
მისამართი: მარშალ გელოვანის 6
ქალაქი: თბილისი
საფოსტო ინდექსი: 0159
ქვეყანა: საქართველო
ტელ: +995 32 2376672
ფაქსი: +995 32 2376672
ელ-ფოსტა: lali.durmishidze@moa.gov.ge
Cc: nata.peitrishvili@moa.gov.ge; iosebtchonkadze@gmail.com;   
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge