ცვლილება განცხადებაში ღია ტენდერის ჩატარების შესახებ

08.07.2016 0:00:00 18.07.2016 0:00:00
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“–ს 2016 წლის 9 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ განცხადებაში „განცხადება ღია ტენდერის ჩატარების შესახებ“, რომელიც ეხებოდა სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მდგრადობის პროექტის  (AMMAR) ფარგლებში გამოცხადებულ შემდეგ ტენდერს:
გორის მუნიციპალიტეტში არსებული “ძევერა-შერთულის სარწყავი სისტემის და “გარდიგარდმო” არხის I da სხვა რიგის გამანაწილებლების და შიდასამეურნეო ქსელის რეაბილიტაცია, ლოტი  III-a კონტრაქტით # AMMAR/CW/2016/01

გადაიწია საკონკურსო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა ერთი კვირით. ამასთან დაკავშირებით განცხადების მე-4 პუნქტი იცვლება შემდეგი რედაქციით: 

4.  საკონკურსო წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების გახსნის დღიდან 90 დღის განმავლობაში და მას უნდა ახლდეს საკონკურსო წინადადების საბანკო გარანტია (გამოშვებული ბანკის ან სადაზღვევო კომპანიის მოერ) საკონკურსო წინადადების ღირებულების არანაკლებ 1%-ის ოდენობით. გარანტია უნდა იყოს გაცემული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელზე სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ვადით და ფორმის მიხედვით. საკონკურსო წინადადება უნდა ჩაბარდეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2016 წლის 18 ივლისის 12:00 საათისა, როდესაც ისინი გაიხსნება დასწრების სურვილის მქონე კონკურსანტების თანდასწრებით.
განცხადების ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე: http://www.moa.gov.ge/Ge/Tenders/5