ხორბალი 330$  ბრინჯი 472$  სიმინდი 163$  ქერი 156$  
   
07.09.2010   
ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება სოფლის მეურნეობის სფეროში ბაკურ კვეზერელსა და ამერიკელ კონგრესმენ ჯიმ მარშალს შორის დღეს, გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო. მოლაპარაკება სოფლის მეურნეობის მინისტრსა და კონგრესმენს შორის დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
 
სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი დღეს, მარნეულის რაიონში იმყოფებოდა, სადაც ბოსტნეულის ჩითილების თანამედროვე მეთოდით გადარგვის პროცესს დაესწრო. - ,, ეს საქართველოსთვის ახალი მეთოდია და დიდი იმედი გვაქვს, რომ გაამართლებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სხვა ფერმერებიც ამ მეთოდს გამოიყენებენ, რაც მათ საშუალებას მისცემთ აწარმოონ უფრო მეტი და ხარისხიანი პროდუქტი ერთ ჰექტარზე. ეს კი, თავის მხრივ, შემდგომში ბაზარზე ბოსტნეულის დაბალ ფასს განაპირობებს”, - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა.
დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხელი მოეწერა ჩარჩო-შეთანხმებას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიიზაციასა (FAO) და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის საშუალოვადიან თანამშრომლობაზე 2010-2015 წლებში. ჩარჩო-შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა, გაეროს რეზიდენტ - კოორდინატორმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა და FAO-ს რეგიონულმა წარმომადგენელმა ევროპაში.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა დღეს, თელავის რაიონის სოფელ კისისხევში ,,ქართულ-გერმანული ღვინის სემინარი 2010” გახსნა. სემინარი მიზნად ისახავს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის განვითარებას და ამ სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერას. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სემინარს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ,,სამტრესტის” თავმჯდომარე ვასილ მანაგაძეც ესწრებოდა.
ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის გაღმავების პერსპექტივებს განიხილავდნენ დღეს ბაკურ კვეზერელი და ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, გუნ ცზიანვეი. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს საქართველოდან ჩინეთში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობები და სოფლის მეურნეობაში ჩინეთის გამოცდილების გაზიარება.
შპს "მექანიზატორის" კიდევ ორი რეგიონული სერვის-ცენტრი გაიხსნა იმერეთსა და სამცხე ჯავახეთში. სამტრედიაში ტექნიკის პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესცრო. ბაკურ კვეზერელი შეხვდა სერვის-ცენტრის თანამშრომლებს და ადგილობრივ მოსახლეობას. ტექნიკის პრეზენტაცია მოეწყო ახალციხის მახლობლად, სადაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სერვის ცენტრი გაიხსნა.
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | »
 
 
06 Sep
  სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30 Aug
  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09 Aug
  სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02 Aug
  კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
 
         
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009