ხორბალი 330$  ბრინჯი 472$  სიმინდი 163$  ქერი 156$  
   
07.09.2010   
ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება სოფლის მეურნეობის სფეროში ბაკურ კვეზერელსა და ამერიკელ კონგრესმენ ჯიმ მარშალს შორის დღეს, გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო. მოლაპარაკება სოფლის მეურნეობის მინისტრსა და კონგრესმენს შორის დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
 
2010 წლის 15-24 იანვარს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით, ”მწვანე კვირეული” (”GREEN WEEK“) გაიმართება. გამოფენაში ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები მონაწილეობენ. აღნიშნული გამოფენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.
2010 წლის 3–5 თებერვალს, გერმანიაში, ქ. ბერლინში დაგეგმილია ნედლი ხილისა და ბოსტნეულის საერთაშორისო გამოფენა ,, FRUIT LOGISTICA“, სადაც 80 ქვეყნის ამ სფეროში მომუშავე 2300 –მდე ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი.
აჭარაში ციტრუსის კრეფა დასასრულს უახლოვდება. რეალიზებულია 85 000 ტონაზე მეტი ციტრუსი, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. მანდარინის მიმღები და შემფუთავი საამქროები სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა, უმრავლესობის ლიდერ პეტრე ცისკარიშვილთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძესთან ერთად დაათვალიერა. მთავრობის და პარლამენტის წევრები შეხვდნენ მოსახლეობასაც.
დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა თემაზე: ,,ფერმერული მეურნეობების განვითარება საქართველოში.“ შეხვედრას ესწრებოდნენ ქართველი ფერმერები, დონორი ორგანიზაციების (USAID, PUM–ჰოლანდიის სამეფოს სამთავრობო პროგრამა) მსოფლიო ბანკის წარმომადგებლები და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიმოიხილა, სოფლის მეურნეობის სფეროში წელს განხორციელებული პროექტები და რამდენიმე ახალ პროგრამაზეც ისაუბრა, რომლებიც დონორი ორგანიზაციების დახმარებით, 2010 წლიდან უნდა განხორციელდეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თორნიკე მგალობლიშვილი დაინიშნა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილედ.
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | »
 
 
06 Sep
  სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30 Aug
  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09 Aug
  სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02 Aug
  კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
 
         
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009