ხორბალი 330$  ბრინჯი 472$  სიმინდი 163$  ქერი 156$  
   
07.09.2010   
ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება სოფლის მეურნეობის სფეროში ბაკურ კვეზერელსა და ამერიკელ კონგრესმენ ჯიმ მარშალს შორის დღეს, გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო. მოლაპარაკება სოფლის მეურნეობის მინისტრსა და კონგრესმენს შორის დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
 
სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღეს ზეთის მწარმოებელი კომპანია "ბათოილი" მოინახულა. ბაკურ კვეზერელი შეხვდა საწარმოში დასაქმებულ პერსონალს, გაეცნო მათ სამუშაო პირობებს და კომპანიის ხელმძღვანელობასთან საწარმოს გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრა.
ბათუმის პორტიდან დღეს უკრაინის მიმართულებით მორიგი პარტია მანდარინი გაიგზავნა. ბორნის დატვირთვის პროცესს, დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო. 3500 ტონა მანდარინის რეალიზება უკრაინასა და ბელორუსში იგეგმება. სულ ახალ წლამდე ამ ქვეყნებში 50 ათას ტონამდე მანდარინის გადაზიდვაა დაგეგმილი.
დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და სასმელების, შემფუთავი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების მე–9 საერთაშორისო გამოფენა გახსნა. ღონისძიების ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი ,,ექსპო ჯორჯია“. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია. 55 საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილია 80 – ზე მეტი კომპანიის პროდუქტი და მომსახურება: ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ლიტვიდან, სომხეთიდან, საქართველოდან.
ბათუმის მახლობლად მდებარე სოფელ სალიბაურში მიმდინარე სასათბურე მეურნეობის სამშენებლო სამუშაოები დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოინახულა. ბაკურ კვეზერელი მოინახულა უკვე ამოქმედებული სათბური, 3.5 ჰექტარზე მშენებარე მეურნეობა და გაესაუბრა იქ დასაქმებულ პერსონალს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტუმრობდა ბელორუსის ბიზნეს–ფორუმის დელეგაცია, ბელორუსის სავაჭრო–სამრეწველო პალატის თავმჯდომარის ვასილ რომანოვის ხელმძღვანელობით. პირველი ფორუმი, ქართველ და ბელორუს ბიზნესწრეებს შორის, შარშან, მინსკში გაიმართა. ბელორუსი ბიზნესმენები საქართველოში უკვე კონკრეტული წინადადებებით ჩამოვიდნენ, რომელიც ერთობლივი საწარმოების ამუშავებას, პროდუქციის შემოტანას და საქართველოდან ექსპორტს ეხება.
«  12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
 
 
06 Sep
  სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30 Aug
  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09 Aug
  სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02 Aug
  კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
 
         
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009